,,ახალი ეპარქიის წინამძღოლი“

როგორც იცით  რუისისა და ურბნისის ეპარქია გამოეყო სურამისა და ხაშურის ეპარქია,  რომელსაც იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი) უხელმძღვანელებს, მას შემდეგ რაც 2013 წლის 10 ნოემბერს მოხდება მისი კურთხევა უმნიშვნელოვანესი მისიის დასაკისრებლად.მამა სვიმეონი (ცაკაშვილი) – ერისკაცობაში თემურ ცაკაშვილი, დაიბადა 1982 წლის 9 აგვისტოს. წარმოშობით კახეთიდან, სიღნაღის რაიონიდან, ქიზიყიდან გახლავთ. მამა სვიმეონი მეათე წელია, რაც ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მსახურობს და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მონასტერში მოღვაწეობდა. კერძოდ ძამის ხეობაში – ტბეთის მონასტერში, აქვე აღიკვეცა ბერად 2004 წელს როდესაც 21 წლის იყო. შემდეგ ურბნისის საკათედრო ტაძარში იმსახურა ერთი წელი რის შემდეგაც ყინწვისის წინამძღვრად გადაიყვანეს. მას შემდეგ კი ის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში, ყორანქედის მამათა მონასტრის წინამძღვარია ვიდრე 10 ნოემბრიდან არ გაუძღვება სურამისა და ხაშურის ეპარქიას. მისი უდიდესი დამსახურებაა ყორანქედის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის, სამონასტრო ცხოვრების გაჩენა და გაძლიერება.ხაშურელი მრევლი მამა სვიმეონს მხოლოდ საუკეთესო სიტყვებით ახასიათებს და მის უდიდეს ღვაწლზე და სიკეთეზე საუბრობს მიუხედავად მისი მცირე ასაკისა. მალე ის მეუფე სვიმეონი იქნება და გაუძხვება ახალ ეპარქიას, რომელიც დახუნძლულია უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ტაძრებით, რომელთაც გამორჩეული მრევლი ჰყავთ და მამა სვიმეონსაც ვუსურვებთ გაამრავლოს და შემოიმტკიცოს მრევლი და მისი ლოცვით გააძლიეროს ეპარქია და სრულიად საქართველო.
1-svimeoni 2-svimeoni

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to ,,ახალი ეპარქიის წინამძღოლი“

  1. nozadzeblog says:

    dzalin mwydeba gului rom meufe iobi agar iqneba winamdzgvari magram mama svimeonic martla dzalian kargi adamiania, dzalin bednieri var, ukve movaxerxe misgan kurtxevis ageba.♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s